საბერძნეთში ხანძრის ახალ კერებს ებრძვიან

27 ივლისი 2023, 10:01 661 ნახვა

საბერძნეთში ხანძრის ახალ კერებს ებრძვიან. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ცეცხლმა ფერმები და ქარხნები გაანადგურა. ქვეყანაში ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცეს. 

საბერძნეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხანძრის 61 ახალი კერა გაჩნდა. მათივე თქმით, ყველაზე რთული ვითარება ცენტრალური საბერძნეთის ქალაქ ველესტინოს მახლობლადაა.

ხანძარი უკვე კვირაზე მეტია მძვინვარებს როდოსის, კორფუსა და ევიის კუნძულებზე. სტიქიას ქვეყანაში 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. კუნძულ როდოსიდან კი 20 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში