რუსულმა არმიამ ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა დაბობმა - არის მსხვერპლი

27 ივლისი 2023, 10:20 512 ნახვა

ღამით რუსულმა ჯარმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, რომლის მიზანი საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურება იყო - ინფორმაციას ოდესის გუბერნატორი ავრცელებს.

ოლეგ კიპერის განცხადებით, დაიბომბა პორტის ადმინისტრაციული შენობა, დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი. ასევე დაზიანებულია ერთ-ერთი სატვირთო ტერმინალის საწარმოო მოწყობილობა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღამით ოკუპანტთა სამიზნე კიევის, ლვოვის, ხმელნიცკის, კიროვოგრადისა და ჟიტომირის ოლქები გახდა.

პარალელურად, უკრაინის ჯარები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში წინ მიიწევენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, წინსვლაა მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.

მისივე მტკიცებით, უკრაინული ძალები ასევე წარმატებით უტევენ ოკუპანტებს აღმოსავლეთში, ბახმუტის ფლანგებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში