''დინამოს'' მატჩებს ''შავი ზღვის პირატები'' აღარ დაესწრებიან

27 ივლისი 2023, 11:49 1627 ნახვა

''დინამო'' ბათუმის ფანკლუბი ''შავი ზღვის პირატები'' კლუბის მატჩებზე დასწრებას არ აპირებენ, ვიდრე მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე გუნდს არ დატოვებს.

''პირატები ვტოვებთ ტრიბუნას! ვინაიდან და რადგანაც დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ არ მიიღო ჩვენი აზრით გონივრული გადაწყვეტილება, საჭიროდ ჩავთვალეთ პირველებს ისევ ჩვენ გვემოქმედა. კლუბის ხელმძღვანელობასთან და სტაფის წარმომადგენელთან შეხვედრა, ტირანასთან მატჩის შემდგომ, მეორე დღესვე გავმართეთ. მიღებული პასუხები ჩვენთვის არადამაჯერებელი და მიმდინარე რეალობასთან აცდენილი იყო, თუმცა მოვითათბირეთ და გუნდისთის გონივრული ვადის მიცემა გადავწყვიტეთ, შედეგად კი ვეტერანებთან შეხვედრა გვთხოვეს. აქვე დიდი პატივისცემა ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, თუმცა შეხვედრას შეხვედრისთვის არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ.

 

2011 წელს, როდესაც ფანკლუბი ფუძნდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით თუ ამ ფრაზის დაწერა მოგვიწევდა - პირატები ვტოვებთ ტრიბუნას! ვტოვებთ, ვიდრე მთავარი მწვრთნელი არ დაგვემშვიდობება. აქვე გვინდა აღვნიშნოთ - თუ კი ვინმეს სურვილი აქვს მივიდეს სტადიონზე, უმორჩილესად გთხოვთ - პირატების ატრიბუტიკის გარეშე!'', - წერია ფანკლუბის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ''პირატებმა'' განცხადება გააკეთეს,სადაც ბოლო დროინდელი შედეგების გამო მთავარი მწვრთნელის წასვლას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ''დინამო'' ბათუმი ორმატჩიან დაპირისპირებაში 2-3 ალბანურ ''ტირასასთან'' დამარცხდა და კონფერენსლიგის მიღმა დარჩა, ხოლო ცოტა ხნის წინ, საქართველოს თასის ფინალში ''დინამო'' თბილისთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში