სანკტ-პეტერბურგი რუსეთ-აფრიკის სამიტს მასპინძლობს

27 ივლისი 2023, 10:20 675 ნახვა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და უგანდის პრეზიდენტები  სანკტ-პეტერბურგში რუსეთ-აფრიკის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ. რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქს ნიგერიის დელეგაციაც ეწვია ვიცე-პრეზიდენტ კაშიმ შეტიმის ხელმძღვანელობით.

სამიტი სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვებიდან  10 დღის შემდეგ იმართება, რომელიც  17 თვიანი კონფლიქტის მიუხედავად, უკრაინას,  ისევე როგორც რუსეთს   სამხრეთ პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობას აძლევდა.

პუტინი ამბობს, რომ რუსეთი წელს რეკორდულ მოსავალს ელოდება და მზად არის აფრიკის ქვეყნებისთვის არსებული დეფიციტი შეავსოს მარცვლეულის კომერციულად და უფასოდ მიწოდებით. ეს შეხვედრა  რუსეთის ლიდერისთვის მთელი კონტინენტის ლიდერების წინაშე მთავარი ადგილის დაკავების შანსია.

რუსეთი აცხადებს, რომ პეტერბურგის სამიტში 49 აფრიკული დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, თუმცა რუსეთში  მხოლოდ 17 სახელმწიფოს მეთაური ჩავიდა. 2019 წელს  ბოლო მსგავს ღონისძიებას 45  აფრიკული დელეგაცია ესწრებოდა. ორდღიანი სამიტი მუშაობას დღეს შეუდგება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში