ფხენიანში შოიგუს აიარაღი აჩვენეს

27 ივლისი 2023, 11:01 684 ნახვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ფხენიანში ოფიციალური ვიზიტით ჩასულ რუსეთის თავდაცვის მინისტრ ქვეყნის სამხედრო იარაღი, მათ შორის აკრძალული ბალისტიკური რაკეტები წარმოუდგინა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ფოტომასალაზე კიმი შოიგუს და რუსეთის დელეგაციას სამხედრო გამოფენაზე მრავალღერძიანი სატრანსპორტო გამშვებით ჩრდილოეთის ბალისტიკურ რაკეტებსა და ახალი ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აჩვენებს.

ფხენიანში იმყოფება  ჩინეთის დელეგაციაც. ისინი კორეის ომის დასრულებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებზე მიიწვიეს. 

სამხედრო გამოფენაზე წარმოდგენილი რაკეტები აკრძალულია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, რომლებიც რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით არის მიღებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში