კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ - პრეზიდენტი

27 ივლისი 2023, 16:33 540 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის სამართავად გადაცემის შესახებ.

„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.

ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში