სარფში იჯარის გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ

27 ივლისი 2023, 20:09 713 ნახვა

სარფში საბაჟო პუნქტთან არსებული ჯიხურების წლიური საიჯარო გადასახადი შესაძლოა გაიზარდოს, სავაჭრო ობიექტების ერთი კვადრატული მეტრის ფასი აქამდე 80 ლარი იყო, ხვალიდან კი შესაძლოა 2 400 ლარი გახდეს, საკითხი ხელვაჩაურის საკრებულომ  ხვალ სხდომაზე უნდა განიხილოს. მოიჯარეებს ინფორმაცია არაოფიციალურად აქვთ და ამბობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით მათი აზრით არავინ დაინტერესებულა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ სარფში სავაჭრო ობიექტების ტერიტორია მათი ვარაუდით რუსმა ბიზნესმენმა უნდა შეისყიდოს და სწორედ ამიტომ აპირებს მერია არარეალური ფასების დაწესებას ჯიხურებზე, რათა მოიჯარეებმა თანხა ვერ გადაიხადონ და ადგილი ავტომატურად გათავისუფლდეს. ხელვაჩაურის მერიაში წერილობით გვიპასუხეს რომ კონკრეტული ჯიხურების საიჯარო საფასურს, კერძო აუდიტორული კომპანია ადგენს, შესაბამისად საკითხის საკრებულოზე გასატანად მათი დასკვნის საფუძველზე მომზადდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში