რუსეთის ფედერაციის საბჭომ სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის 30 წლამდე გაზრდას მხარი დაუჭირა

28 ივლისი 2023, 13:51 676 ნახვა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის 27-დან 30 წლამდე გაზრდას მხარი დაუჭირა. შესაბამის ინიციატივას მხარი დაუჭირა 159-მა სენატორმა, ერთმა თავი შეიკავა.

განახლებული კანონმდებლობით, უცვლელი დარჩა სამხედრო სამსახურში გაწვევის ქვედა ასაკობრივი ზღვარი – 18 წელი.

ამასთან, პროექტის განხილვისას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტოპოლოვი აცხადებდა, რომ ჯარში გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდებოდა. თუმცა, საბოლოოდ დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, გარდამავალი პერიოდი არ იქნება და გაწვევის მაქსიმალური ასაკი 30 წლამდე 2024 წლის პირველი იანვრიდან გაიზრდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში