რუსული გამოფენა ბათუმში

28 ივლისი 2023, 15:05 690 ნახვა

სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ტურისტების შემოსვლის შემდეგ ბათუმში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის  კიდევ ერთი ღონისძიება ჩაინიშნა. იგეგმება ყველაზე დიდი სამშენებლო გამოფენა-გაყიდვა საქართველოში, რომლის ორგანიზატორებიც სტუმრებს სხვადასხვა სახის შეღავათს ჰპირდება უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში.

მაგალითად, ბინადრობის ნებართვას, 5 წლიან უპროცენტო განვადებასა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას. თუმცა სარეკლამო ბანერზე განთავსებული ქართული კომპანიების დიდი ნაწილი დღეს დილიდან უკვე უარყოფს ღონისძიებაში მონაწილეობას.

რამდენიმე წუთია აღარც ის ოფიციალური გვერდი იძებნება სოც-ქსელში, რომლითაც რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა ღონისძიებაზე ეპატიჟებოდა მსურველებს და რომლითაც გამოფენის რეკლამირება ხდებოდა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში