საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმი-2023“ დასრულდა

28 ივლისი 2023, 19:57 696 ნახვა

ბათუმში დასრულდა ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი - „ბათუმი-2023“, რომელიც ერთი კვირის მანძილზე გრძელდებოდა და მასში ექვსი ქვეყნის 150-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. შეჯიბრება ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის. გამარჯვებულები სპორტსმენთა მიერ მოპოვებული ქულების მიხედვით მწვრთნელთა შორისაც გამოვლინდნენ. ასევე გაიმართა ღია ბლიც-ტურნირი „გია მახარაძის თასი“. დღეს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც გამარჯვებულებს და პრიზიორებს მედლებისა და თასების გარდა, ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. შეჯიბრება ბათუმის სპორტული ცენტრისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში