შვედეთის ნატო-ში წევრობა განხილვის პროცესშია

29 ივლისი 2023, 11:10 634 ნახვა

თურქეთი და უნგრეთი მჭიდრო კოორდინაციაში არიან შვედეთის ნატო-ში წევრობის განაცხადის რატიფიკაციის პროცესის მიმდინარეობაში. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ჰაკან ფიდანმა უნგრელ კოლეგასთან გამართული შეხვედრისას აღნიშნა, რომ შვედეთმა ტერორიზმთან ბრძოლაში თურქეთის მოთხოვნების შესაბამისად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა თურქეთი სტოკჰოლმისგან შემდგომ ნაბიჯებსაც ელის.

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვა ოქტომბერშია დაგეგმილი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში