ოკუპანტის შეტევა მშვიდობიან მოსახლეობაზე

29 ივლისი 2023, 11:54 690 ნახვა

ოკუპანტის იერიში უკრაინაში გრძელდება. ქალაქ დნეპრში რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, გავრცელებული ცნობით რუსეთმა ისკანდერის ტიპის რაკეტები გამოიყენა. 

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელ კორპუსთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაც იყო. შემთხვევის შედეგად დაშვებულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა,  მათ შორის არიან ბავშვები.

სერგეი ლისაკის თქმით, კორპუსი ექსპლუატაციაში შესული არ იყო, შესაბამისად იქ ბევრი ხალხი არ ცხოვრობდა. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაბომბვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის. გასული დღის მონაცემებით, ომის დაწყების დღიდან რუსეთმა უკრაინაში 498 ბავშვი იმსხვერპლა.

ომის შემსწავლელ ინსტიტუტში კი უკრაინის კონტრშეტევაზე საუბრობენ, აღნიშნავენ რომ უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევითი ოპერაციები სულ მცირე სამ მონაკვეთზე განახორციელეს და ბახმუტის მიმართულებით წინ წავიდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში