დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალები გაიმართება

29 ივლისი 2023, 14:09 638 ნახვა

შაბათ-კვირას საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური მატჩები გაიმართება. გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს ევროტურნირების მონაწილე ოთხივე გუნდი - თბილისისა და ბათუმის "დინამოები", გორის "დილა" და ქუთაისის "ტორპედო". თუმცა გადაწყდა, რომ "ტორპედო" და "დილა" თავიანთ მატჩებს მოგვიანებით, სექტემბერში ჩაატარებენ. ტორპედო სპაერს დაუპირისპირდება, გარეჯი კი დილას უმასპინძლებს.

დღეს ითამაშებენ ბეთლემი-კოლხეთი ფოთი, ხობის კოლხეთი-სამგურალი, ირაო-მეშახტე, ლოკომოტივი-დინამო თბილისი. ხვალ კი: სიონი-დინამო ბათუმი და თელავი-საბურთალო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში