ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა

29 ივლისი 2023, 17:50 667 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა. მან სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პირველი პირის Facebook გვერდზე ვრცელდება.

„ბახმუტის მიმართულება, სპეციალური ოპერაციების ძალების მოწინავე პოზიციაა. დღეს მე აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს მებრძოლებს მათი პროფესიული დღე, პატივი მივაგო მათ ძალას. მოვისმინე მეთაურის ანგარიში, ვესაუბრე მეომრებს'' - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში