ახალგაზრდა ძიუდოისტების გუნდური ბრინჯაო 

30 ივლისი 2023, 10:02 471 ნახვა

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ინდივიდუალურში ტრიუმფის შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტებმა თავი შერეულ გუნდურ შეჯიბრებაშიც გამოიჩინეს.

საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრებაში სულ 22 ნაკრები მონაწილეობდა. ჩემპიონები თურქები გახდნენ, რომელთაც ფინალში აზერბაიჯანელებს მოუგეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში