საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ეგვიპტესთან დამარცხდა

30 ივლისი 2023, 14:00 586 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში ეგვიპტის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. თამაში ჩვენი მეტოქეების უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგშიც აისახა და ეგვიპტის ნაკრებმა 81:76 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონია-ინდონეზია-ფილიპინებზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები სლოვენიის, კაბო ვერდესა და ვენესუელის ჯგუფში მოხვდა. ყველა ამ მატჩს იაპონიის კუნძული ოკინავა უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში