ძიუდოისტი მათე გველესიანი „სამართლიანი თამაშის“ საპატიო პრიზით დააჯილდოეს 

30 ივლისი 2023, 14:03 626 ნახვა

ევროპის რიგით მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიას წინ უძღოდა „სამართლიანი თამაშის“ პრიზით დაჯილდოების ცერემონია.

სპეციალური კომისიის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ეს პრიზი სამაგალითო საქციელისთვის გადაეცა ქართველ ძიუდოისტს, ფესტივალის ჩემპიონს მათე გველესიანს.

შეგახსენებთ, რომ მათე გველესიანმა ხელში აიყვანა ფინალში გასული ტრავმირებული ხორვატი მეტოქე ლუკა ტაკიჩი და ასე დაეხმარა მას მისულიყო კვარცხლბეკამდე მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში