აჭარის ღია ჩემპიონატი ინგლისურ სპორტინგში

30 ივლისი 2023, 20:02 1235 ნახვა

აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა სპორტული ფედერაცია „მაჭახელას“ ინიციატივით, ინგლისურ სპორტინგში აჭარის ღია ჩემპიონატი - „ბათუმი-2023“ გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა ქალაქიდან 60 მსროლელი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ერთი მანდილოსანი. ტურნირი სამ - A, B და C კატეგორიებში ჩატარდა.

A კატეგორიაში პროფესიონალები მონაწილეობდნენ, B-ში მოყვარული მსროლელები, ხოლო C კატეგორიაში მონადირეები. შეჯიბრება 30 და 50-მეტრიან დისტანციებზე მოძრავ სამიზნეებზე სროლას ითვალისწინებდა.

A კატეგორიაში აკაკი მენაბდემ გაიმარჯვა, B გიგა დიდბარიძემ მოიგო, C კატეგორიის გამარჯვებული კი უჩა ბარამიძე გახდა. ტურნირის ორგანიზატორებმა სამივე კატეგორიაში პირველ და მეორე ადგილებზე გასულებს გლუვლულიანი სანადირო თოფები გადასცეს. მესამე ადგილოსნებს კი 250-250 ვაზნა, ფასიანი საჩუქრები და 200-ლარიანი ვაუჩერები.

„მაჭახელა“ სექტემბერში კიდევ ერთი შეჯიბრების ჩატარებას გეგმავს, ამჯერად პრეზენციულ სროლაში. ტურნირი ქალაქ ბათუმის მერიისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში