ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" საპროტესტო აქციით დახვდნენ - დაკავებულია ათამდე პირი

31 ივლისი 2023, 07:46 1061 ნახვა

საკრუიზო ლაინერი ,,Astoria Grande'', რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 05:30 საათზე შემოვიდა. მას აქციის მონაწილეები პროტესტით დახვდნენ.

ბათუმის ნავსადგურში საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ნავსადგურის მიმდებარედ, გოგებაშვილის ქუჩაზე ქვეითთა სავალი ნაწილი გადაკეტილი აქვთ სამართალდამცველებს, ქუჩის ნაწილი კი აქციის მონაწილეებს. გემის მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვით მოქალაქეებს გოგებაშვილის ქუჩის ერთი მხარე გაათავისუფლებინა და ავტობუსს გასვლის საშუალება მისცა.

ადგილზე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებთან. სავარაუდოდ, დაკავებულია ათამდე ადამიანი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში