რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

31 ივლისი 2023, 09:33 672 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა С-300 ტიპის რაკეტებით ხარკოვზე იერიში მიიტანეს ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურის პრესმდივანზე, დიმიტრი ჩუბენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, ერთ-ერთი რაკეტა ნოვობავარსკის რაიონის ტერიტორიაზე, კომერციული საწარმოს საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. ასევე, დარტყმის შედეგად 200 კვ.მ ფართობზე ხანძარი გაჩნდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული ძალების სამიზნე ზაპოროჟიეს დასახლებული რაიონები გახდა. სარაკეტო დარტყმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. სარაკეტო იერიშები განხორციელდა სუმის ოლქზეც.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.  მათივე ინფორმაციით მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 7 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში