შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი დასრულდა

31 ივლისი 2023, 11:45 832 ნახვა

რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი „ბრუკლინ ფანკ ესენშელსმა“ დახურა. ბენდმა ფანკის, სოულის, ჰიპ-ჰოპის, ჯაზის და ჰაუსის შერწყმით საოცარი ენერგეტიკა გადასდო მსმენელს.

30 წლიანი კარიერის მანძილზე შექმნილი საუკეთესო კომპოზიციები გააჟღერეს ჯაზ ფესტივალზე. საგულისხმოა, რომ შვიდი სტუდიური ალბომის ჩაწერის შემდეგ მათ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს.

წლების განმავლობაში კოლაბორაცია ჰქონდათ ერიკ ბრაუნთან, ერიკა ბადუსთან, მათი ჩანაწერები გამოყენებულია სერიალებში: სოპრანოს კლანი და შავი სია.

ისთერპრომოუშენი მომავალ წელსაც ახალ ლოკაციაზე გეგმავს ტრადიციული ჯაზ ფესტივალის ჩატარებას და მსმენელებს მუსიკალურ სიურპრიზს ჰპირდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში