სამუშაო შეხვედრა მობილური ოპერატორების წარმომადგენლებთან

31 ივლისი 2023, 10:55 524 ნახვა

კომუნიკაციების კომისიის შეხვედრა მობილური ოპერატორების წარმომადგენლებთან. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით ჩატარებული კვლევის გაცნობაა.

კვლევას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროპელი ექსპერტების ჩართულობით  ახორციელებს. 

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კვლევა შესაბამისი სამართლებრივი თუ ეკონომიკური საფუძვლების მომზადებას ემსახურება, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან მიერთება კი საერთაშორისო როუმინგული ტარიფების შემცირებას უზრუნველყოფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში