სასამართლომ „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი დამნაშავედ ცნო

31 ივლისი 2023, 11:15 674 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი და ამავე საწარმოს ყოფილი ბუღალტერი დამნაშავედ ცნო.  

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და   საწარმოს ყოფილ დირექტორს  7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო  ამავე საწარმოს ყოფილ ბუღალტერთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ  ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო მტკიცებულებების მოპოვებას და სრულად აანაზღაურა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი. 

ორივე ბრალდებულს  გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენებას ედავებოდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში