"ASTORIA GRANDE“-ს გემთმფლობელი კომპანია არც ერთ საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

31 ივლისი 2023, 13:22 598 ნახვა

გვსურს გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედია-საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ს მფლობელია კომპანია ,,SOVFRACHT''-ი ხაზგასმის ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს - ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, საკრუიზო გემის გემთმფლობელი კომპანიაა "Goodwin Shipping Limited", რომელიც არც ერთ საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

"აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში