უკრაინის ქალაქ კრივოი როგში რუსეთის თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ექვსი და დაშავდა 75 ადამიანი

31 ივლისი 2023, 21:41 673 ნახვა

უკრაინის ქალაქ კრივოი როგში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 75 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი  მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კრივოი როგში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 75 ადამიანი, გადაარჩინეს სამი ადამიანი, მათ შორის ათი წლის ბავშვი“, – წერს კლიმენკო საკუთარ ტელეგრამარხზე.

რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავდა 17, მათ შორის არის მოზარდი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში