უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 40-ზე მეტი შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

01 აგვისტო 2023, 09:51 528 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის დამცველებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 9 სარაკეტო და 57 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 7 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის თავმოყრის რაიონებს, 3 კი - მათ საზენიტო სარაკეტო სისტემებს. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ღამით ხარკოვს „კამიკაძე“ დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ქალაქში ხანძარი გაჩნდა. დრონმა ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის ორი სართული გაანადგურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში