ძალოსანი მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

01 აგვისტო 2023, 19:31 1350 ნახვა

საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრებმა ბუქარესტში მიმდინარე 20  წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ტრიუმფალურად დაასრულა.

ქალთა ერთეულთა თანრიგში ბოლო საშეჯიბრო დღეს  3 ოქროს მედლით  ევროპის ჩემპიონობა მარიამ მურღვლიანმა იზეიმა.

ქართველმა ძალოსანმა 87 კგ. წონითი კატეგორიის ატაცში 95/100/102 კგ. დაძლია და პირვველი ოქროს მედლის მფლობელი გახდა  

მურღვლიანმა აკვრაში თავი 118/123/127 კილოგრამს გაართვა და მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. 

საბოლოოდ მარიამი ორჭიდში მოგროვილი 229 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. 

 

შეგახსენებთ, რომ ქალთა ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება ასევე, მარიამ მაისურაძემ  და ნათია გადელიამ მოახერხეს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში