ტაიფუნი იაპონიაში

02 აგვისტო 2023, 11:11 1572 ნახვა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ კუნძულებს ტაიფუნი "ხანუნი" დაატყდა თავს, რასაც სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, 90 წლის მამაკაცი ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ტაიფუნი "ძალიან ძლიერი" იყო და ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ საათში 180 კილომეტრს მიაღწია. ამასთან, სტიქიის გამო, კუნძულ ოკინავაზე დაახლოებით 220 580 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროენერგიის გათიშვის გამო ზოგიერთ რაიონში შეფერხდა ტელეფონისა და ინტერნეტის მუშაობა.

ოკინავასა და სამხრეთ-დასავლეთ იაპონიის სხვა კუნძულებზე ასობით ავიარეისი გაუქმდა, რამაც 65 000-ზე მეტი მგზავრი დააზარალა.

იაპონიის ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების მართვის სააგენტომ ოკინავასა და კაგოშიმას რეგიონის სამხრეთ ნაწილში 690 000-ზე მეტ მცხოვრებს, უსაფრთხოების მიზნით, საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ მოუწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში