რუსულმა ძალებმა დილით ოდესის პორტსა და მარცვლეულის საწყობებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს - უკრაინული მედია

02 აგვისტო 2023, 12:23 909 ნახვა

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ოდესის პორტსა და მარცვლეულის საწყობებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის გამოც, ზოგიერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ოლეჰ კიპერი აცხადებს.

მისი თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოდესის ოლქზე ღამით დრონებით განხორციელებულმა იერიშმა სერიოზული ზიანი მიაყენა მდინარე დუნაიზე მდებარე იზმაილის პორტს.

იზმაილის პორტზე რუსეთმა დრონებით დარტყმა ივლისის ბოლოსაც განახორციელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში