ვარლამ ლიპარტელიანი და ლუხუმ ჩხვიმიანი ბუდაპეშტის მასტერსზე მონაწილეობას არ მიიღებენ

02 აგვისტო 2023, 14:01 761 ნახვა

ხვალ ბუდაპეშტში 2023 წლის მასტერსის წილისყრა გაიმართება, 4-6 აგვისტოს კი ტურნირი დაიწყება. ძიუდოს მასტერზე მონაწილეობას 59 ქვეყნის 421 ძიუდოისტი მიიღებს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების 2 წევრი ვერ მიიღებს, საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი 100 კგ. წონით კატეგორიაში და ლუხუმ ჩხვიმიანი 60 კგ. წონით კატეგორიაში.

უნგრეთში არ იჭიდავებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე, რომელსაც ტრიუმფის შემდეგ არცერთ შეჯიბრებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამგვარად, ბუდაპეშტის მასტერზე 15 ქართველი ძიუდოისტი გამოვა 13 კაცი, 2 ქალი.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში