უკრიანის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 44 საბროძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

03 აგვისტო 2023, 10:18 599 ნახვა

გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 44 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა 5 სარაკეტო, 89 საჰაერო დარტყმა და 67 შეტევა განახორციელა. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა მტრის 23 უპილოტო საფრენი აპარატი.

უწყებაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით, წარუმატებელად სცადეს დაკარგული პოზიციის აღდგენა კურდიუმოვკას დასავლეთით, ანდრეევკას სამხრეთით და დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას დასავლეთით.

ამასთან, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსული ძალების ძალისხმევა მიმართულია უკრაინელების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში