ქართველი მოჭიდავეების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე 

03 აგვისტო 2023, 10:09 574 ნახვა

სტამბოლში დამთავრდა მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე 17-წლამდელთა შორის. საქართველოს ნაკრებმა ბოლო დღეს, 2 აგვისტოს 3 მედალი მოიპოვა - სამივე სინჯის თითო ჯილდო.

მსოფლიოს ჩემპიონი საბა ფურცელაძე გახდა 92 კილოგრამში, ვერცხლს საბა სურმანიძე დასჯერდა, ბრინჯაო კი კობა ქარუმიძემ მოიპოვა.

4-6 აგვისტოს კი შეჯიბრება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში