მიუნხენის „ბაიერნმა“ სინგაპურის თასი მოიგო

03 აგვისტო 2023, 14:15 652 ნახვა

მიუნხენის „ბაიერნმა“ „აუდი სამერ ტურის“ ფარგლებში, სინგაპურის თასის ფინალში „ლივერპულს“ 4:3 მოუგო და პრიზის მფლობელი გახდა.

მერსისაიდელები კოდი გაკპოსა და ვირჯილ ვან დეიკის გოლებით იგებდნენ, მაგრამ სერჟ გნაბრიმ და ლეროი სანემ იყოჩაღეს, თითო ბურთი გაიტანეს და პირველ ტაიმი ფრედ - 2:2 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „წითლები“ ლუის დიასმა კვლავ დააწინაურა, მაგრამ იოსიპ სტანიშიჩმა და მეორე გუნდიდან დაწინაურებულმა ახალწვეულმა, ფრანს კრეტციგმა 91-ე წუთზე გამარჯვება ბავარიელებს მოუტანეს - 4:3.

„ბაიერნის“ შემადგენლობაში ხვიჩა კვარცხელიას ყოფილმა ნეაპოლელმა თანაგუნდელმა, კორეელმა კიმ მინ ჯემ, პირველ ტაიმში ითამაშა. მეორეში ის მატეის დე ლიხტმა შეცვალა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში