საპირფარეშოების პრობლემა ბათუმის ცენტრალურ პარკში

03 აგვისტო 2023, 14:39 702 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ პარკში საზოგადოებრივი სარგებლობის საპირფარეშო დაკეტილია. მოქალაქეები ამბობენ, რომ ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ტერიტორიაზე უკვე 2 თვეა სველი წერტილით ვერ სარგებლობენ.

ჩვენ დაუკავშირდით შესაბამის უწყებას, სადაც მხოლოდ წერილობით პასუხი მივიღეთ. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ არსებული სველი წერტილის მოვლა ექსპლუატაციის მიზნით არაერთხელ გამოცხადებული აუქციონი ამ ჯერადაც არ შედგა. მათივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური პროცედურები და ხელახალი აუქციონი უახლოეს პერიოდში ჩატარდება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში