აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი ძალაში შევიდა

03 აგვისტო 2023, 15:01 618 ნახვა

ზურაბ აზარაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი ძალაში შევიდა.

იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოზე გაიდლაინების ეროვნულმა საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი 25 ივლისს დაამტკიცა.

საბჭოს წევრები მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ 2023 წელს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები მკურნალობაში ჩაერთვებიან.

პირველ ეტაპზე მკურნალობაში ჩაერთვება 5-6 ბავშვი, რომლებსაც ასაკის გამო ცოტა დრო აქვთ დარჩენილი იმისთვის, რომ მათზე პრეპარატმა ეფექტურად იმოქმედოს.

პროტესტის შემდეგ მთავრობამ აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში დაამატა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში