შოვში რამდენიმე მოქალაქეა შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ოჯახის წევრების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

03 აგვისტო 2023, 21:54 676 ნახვა

სტიქიის ზონაში მყოფი რამდენიმე მოქალაქე აცხადებს, რომ ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ და მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.დაკარგული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში უკვე შესულია.

მოქალაქეების თქმით, არ აქვთ ინფორმაცია მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ადგილზე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და სტიქიის ზონიდან მოქალაქეთა ევაკუაცია გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში