გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა

04 აგვისტო 2023, 10:24 603 ნახვა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სახლებს ქარმა სახურავები გადახადა. ქარის გამო წაიქცა ხეები, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები.

ამ დროისთვის  მოსახლეობას ელექტროენერგია და გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს. ძლიერმა წვიმამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო ნათესები და ხეხილი.

სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახური მუშაობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში