ქართველი ძალოსნების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

04 აგვისტო 2023, 12:42 1187 ნახვა

საქართველოს 20 და 23 წლამდელებთა ძალოსანთა ნაკრებები ბუქარესტში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. ტრიუმფატორებს აეროპორტში ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით გახსნეს და საქართველოს ჰიმნით დახურეს. ორივე ასაკობრივმა ნაკრებმა საერთო ჯამში 51 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაშიც ლიდერები გახდნენ. 23 წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, 20 წლამდელებში მეორეზე გავიდა. 20 წლამდე გოგონები კი ასევე პირველ ადგილზე გავიდნენ. 23-წლამდელთა ნაკრებმა საერთო ჯამში 7 ოქროს, 7 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 7 ოქრო, 8 ვერცხლი და 4 ბრინჯაო 20-წლამდელთა ანგარიშზეა. გოგონათა გუნდმა კი ევროპის ჩემპიონატი რვა ოქროს მედლით დაასრულა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში