ასეთ მძიმე წუთებში გთხოვთ, ყველანი გავერთიანდეთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის - პრემიერი

04 აგვისტო 2023, 14:38 404 ნახვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შოვში ტრაგედიის ადგილზე ჩავიდა.  

ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ. კიდევ ერთხელ, ვიზიარებ მათ მწუხარებას. ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია და რა თქმა უნდა, მთელი ერი არის გაერთიანებული ამ დიდი ტრაგედიის გარშემო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ასეთ მძიმე დროს აუცილებელია გაერთიანება და ყოველგვარი სპეკულაციები ზედმეტია

"მე ერთი რამე მინდა გითხრათ, ასეთი კატაკლიზმები და სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში, საუბარი იმის თაობაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, ძალიან არასერიოზულია.

მინდა გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში გავერთიანდეთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის.

სამაშველო ვერტმფრენება გუშინ იმუშავეს და დღესაც იმუშავეს. ყველა ის ადამიანი, ვინც გუშინ იპოვეს, უვნებელი გამოიყვანა ჩვენმა სამაშველო სამსახურმა.

სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში