უკვე გაიწმინდა გზის შესასვლელები, მიმდინარეობს დროებითი გზების მოწყობა, სამუშაოები მიმდინარეობს უშუალოდ მდინარის კალაპოტშიც - გზების დეპარტამენტი

04 აგვისტო 2023, 15:43 549 ნახვა

რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. მიმდინარეობს გზის წმენდისა და აღდგენის სამუშაოები. პარალელურად, მიმდინარეობს დროებითი ხიდის მოწყობისა და სხვა ხიდების აღდგენის სამუშაოები-ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკვე გაიწმინდა გზის შესასვლელები და სტიქიის ზონასთან კომუნიკაციის აღსადგენად, მიმდინარეობს დროებითი გზების მოწყობა. სამუშაოები მიმდინარეობს უშუალოდ მდინარის კალაპოტშიც.

უწყებაში განმარტავენ, რომ ადგილზე მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა, რასაც კიდევ დაემატება მძიმე ტექნიკა

გუშინ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში