სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვებიან გვარდიის დანაყოფები, რამდენიმე საათში დავიწყებთ მობილიზებას - თავდაცვის მინისტრი

04 აგვისტო 2023, 15:43 497 ნახვა

სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვებიან გვარდიის დანაყოფები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სტიქიის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, მთავარი გამოწვევა არის გაწმენდითი სამუშაოებში, რომლებშიც სამხედროები ჩართვებიან.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, სამაშველო სამუშაოებში ჩავრთოთ გვარდიის დანაყოფები. ასეული, ასევე დასავლეთ მესამე ბრიგადის ასეულს ჩავრთავთ სამაშველო სამუშაოებში. დღეს ჩვენი გამოწვევა არის გაწმენდითი სამუშაოები და ამ სამუშაოებში რა თქმა უნდა ჩაერთვება ჯარიც. რამდენიმე საათში ჩვენ დავიწყებთ მობილიზებას.

ჩვენ გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, რითიც ჩამოვლენ მომზადებულები, ასევე გვაქვს საფეხმავლო გასაშლელი ხიდები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ​სამაშველო ვერტმფრენმა თავისი საქმე შეასრულა და ყველა ადამიანი ევაკუირებულია.

„ტრაგედიით, მეწყრით პოლიტიკური დივიდენდების დაწერა სრულიად ამორალურია. ახალი ვერტმფრენის შეძენის შემთხვევაში, კონკრეტული შეკვეთის შემდეგ იწყება ვერტმფრენის დამზადება. ჩვენ მაქსიმალურად შემჭიდროებული ვადები ავიღეთ. გიგანტი კომპანიაა, რომლისგანაც ვერტმფრენები შევიძინეთ. ვერტმფრენმა თავისი საქმე შეასრულა და ყველა ადამიანი უკლებლივ ევაკუირებული და გადარჩენილია ვერტმფრენების მიერ“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში