როგორ მუშაობენ ტრაგედიის მესამე დღეს შოვში

05 აგვისტო 2023, 11:56 672 ნახვა

სტიქიის ზონაში სრული მობილიზაციაა და სამძებრო და სხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს.რაჭაში უკვე აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება. ასევე გაიჭრა ახალი დროებითი გზაც, რომლითაც სტიქიის ადგილთან - სხვა მხრიდანაც იქნება მისვლა შესაძლებელი-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. მესამე დღეა ეძებენ სტიქიის ზონაში დაკარგულებს, 25 ადამიანთან ამ დრომდე კონტაქტი ვერ ხერხდება. ჩვენი გადამღები ჯგუფი ირინე წუწუნავა და მამუკა ცენტერაძე უკვე სამი დღეა  იმყოფებიან დამეწყრილ ტერიტორიაზე  და აშუქებენ მოვლენებს, ბოლო ამბებს შოვიდან სწორედ ირინე გაგვაცნობს, ირინე გისმენთ

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში