შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

05 აგვისტო 2023, 16:10 553 ნახვა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 14  ადამიანია დაღუპული. სამი მათგანი მაშველებმა დღეს იპოვეს.

შოვში სამძებრო სამუშაოები მესამე დღეა გრძელდება. სტიქიის ზონიდან უსაფრთხოდ 210 ადამიანი გამოიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში