“დინამო" თბილისის ახალი მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკო იქნება

05 აგვისტო 2023, 17:52 801 ნახვა

"დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად ანდრეს კარასკო იმუშავებს. ესპანელი სპეციალისტი 2022 წლიდან თბილისური კლუბის აკადემიას ხელმძღვანელობდა, დღეიდან კი, პირველ გუნდს ჩაუდგება სათავეში.

ესპანელის სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონაში" დაიწყო, იგი ლა მასიაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამას გარდა, კარასკო სხვადასხვა დროს "მალაგას" 16-წლამდე და დონეცკის "შახტარის" 19-წლამდე გუნდების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ესპანელმა სპეციალისტმა გარკვეული პერიოდი "საბურთალოს" აკადემიაშიც იმუშავა.

აკადემიების გარდა, კარასკოს ძირითად გუნდებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს - იგი ესპანური "საბადელის", ავსტრალიური "ვესტერნ სიდნეი უონდერერსის" და თურქული "კარაბიუკსპორის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. "დინამოში" დაბრუნებამდე კი, კარასკო ქუვეითის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში