საზოგადოიებას მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს - გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

06 აგვისტო 2023, 10:02 688 ნახვა

შოვის სტიქიასთან დაკავშირებით სპეციალისტების მხრიდან შემუშავებული დასკვნის შინაარსი დღეს გახდება ცნობილი. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით  პირველადი შეფასებით, ხუთი ბუნებრივი მოვლენა ერთდროულად განვითარდა სტიქიის ზონაში, რამაც გამოიწვა ტრაგიკული შედეგები. გეოლოგები და ჰიდროლოგები კატასტროფის ადგილზე მეწყრული პროცესების გააქტიურების ზუსტ მიზეზებს ადგენენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ვითარების შესწავლის მიზნით, რამდენჯერმე დაათვალიერეს ტერიტორია, ჩატარდა ინსტრუმენტული მონიტორინგიც. უწყებაში განმარტავენ, რომ მყინვარების - ბუბასა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ, ასევე თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი. შედეგად, კურორტ შოვში აქტიური ეროზიული პროცესები განვითარდა. გეოლოგები ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა მდინარის ნაპირების გარეცხვასა და მეწყრული პროცესების გააქტიურებას, რაც საბოლოოდ ღვარცოფში გადაიზარდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში