ოკუპანტის იერიში ხარკოვის სისხლის გადასხმის ცენტრზე - არის მსხვერპლი

06 აგვისტო 2023, 12:19 852 ნახვა

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ოკუპანტის იერიში გრძელდება. გვიან ღამით მტერმა ხარკოვის ოლქში სისხლის გადასხმის ცენტრი დაბომბა, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ეს ომის დანაშაულიც ყველაფერს ამბობს რუსეთის აგრესიაზე. საჰაერო განგაშია გამოცხადებული ხარკოვში. ინფორმაცია უკრაინულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. აცხადებენ, რომ სარაკეტო თავდასხმის საფრთხე მაღალია. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღიდან  6-ი აგვისტოს დილამდე, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 30 რაკეტა და 27 თავდასხმის დრონი გაანადგურეს. გასულ დღეს მტერმა უკრაინის ქალაქებზე იერიშისთვის საჰაერო თავდასხმის 70 საშუალება გამოიყენა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში