გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა

25 თებერვალი 2017, 00:00 4326 ნახვა

“გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა 2017” გაიხსნა დრეს ბათუმში. ღონისძიება, რომელშიც ექვსასამდე მოსწავლე და სტუდენტია ჩართული, მიზნად ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებაში ხელშეწყობას ისახავს. საკითხები, რომლებზეც დელეგატები სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ, 2015 წელს გაეროს მიერ შემუშავებულ მდგრადი განვითარების მიზნებს შეესაბამება. ღონისძიების ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო” და ბათუმის შოთა რუთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან. გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა ბათუმში მეორედ ტარდება.

ამავე კატეგორიაში