ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრეთის მასტერსზე 6 მედალი მოიპოვეს

07 აგვისტო 2023, 11:50 537 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქში ძიუდოს მასტერსი დასრულდა. ბოლო საშეჯიბრო დღეს, ფინალურ ბლოკში ილია სულამანიძემ და მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ილია სულამანიძის  მეტოქე არ გამოცხადდა, ხოლო გელა ზაალიშვილმა იაპონელი კაგეურა დაამარცხა. 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ოქროს მედლისთვის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიო ჩემპიონი იბრძოდნენ, შეხვედრა საბოლოოდ, გაფრთხილებებით ბექაურის გამარჯვებით დასრულდა. აქვე შეგახსენებთ, რომ უნგრეთის მასტერსზე ბრინჯაოს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში