აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა-საერთაშორისო გამოხმაურებები

07 აგვისტო 2023, 11:45 668 ნახვა

ლატვია გმობს რუსეთის მიერ 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, - აღნიშნულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, - აცხადებენ ლატვიის საგარეო უწყებაში. მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ესტონეთიც. უწყება განცახდებას ავრცელებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. "უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში