პრემიერლიგის კლუბი მიქაუტაძის სანაცვლოდ 18 მილიონს იხდის

07 აგვისტო 2023, 15:39 625 ნახვა

პრემიერლიგაში კვლავ აღზევებული "შეფილდ იუნაიტედი", გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით აქტიურად ინტერესდება. აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული ფრანგული მედია საშუალება - „ლე დიზ სპორტკომი“ ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, "შეფილდ იუნაიტედი" მზადაა "მეცს" 18 მილიონი ევრო შესთავაზოს, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით კიდევ რამდენიმე მილიონი დაემატება. აღსანიშნავია, რომ "შეფილდი" არაა პირველი ინგლისური კლუბი, რომელიც ქართველი შემტევით ინტერესდება. მიქაუტაძის შეძენა "ბარნლისაც" სურდა, თუმცა, "მეცმა" 15 მილიონიანი წინადადება არ მიიღო. შეგახსენებთ, ლიგა ორის გასულ სეზონში, მიქაუტაძემ 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ვარსკვლავი "მეცს" ლიგა ერთში დაბრუნებაში დაეხმარა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში